ახალი ამბები
გორში ნაგვის მანქანა ყველა ქუჩაზე ვერ მოძრაობს - მერიამ გამოსავალი იპოვა
გორის მერია მცირეტევადობის მქონე ნაგვის მანქანების შეძენას აპირებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება 3 აპრილს შესყიდვების სამსახურმა მიიღო.

ბიუჯეტიდან გამოყოფილი 315 000 ლარით სავარაუდოდ ორ მანქანას შეიძენენ. ტრანსპორტის მიმწოდებელ კომპანიებს წინადადებების შეთავაზება 15 აპრილამდე შეუძლიათ.

მერიაში აცხადებენ, რომ დღეს არსებული ნაგავმზიდები მხოლოდ იმ ქუჩებს ემსახურება, სადაც მაღალი გამავლობის ნაგავმზიდებს მოძრაობა შეუძლიათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები