ახალი ამბები
ვაკე-პანტიანის გზაზე ასფალტი დაიგება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში - ვაკესა და პანტიანში ასფალტი დაიგება. ამის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 3,5 მლნ ლარი გამოიყო.

ამ თანხიდან ნაწილი 2019 წელს - 1 100 000 ლარი დაიხარჯება. ნაწილი კი, 2020 წელ - 2 413 317 ლარი.



ეს ორი სოფელი ქვემო ჭალასთან მდებარეობს. გზის საფარი, სწორედ, ამ სოფლიდან - ამილახვრების სასახლიდან დაიგება.

qartli.ge-მ ამ სოფლების შესახებ არაერთი რეპორტაჟი მოამზადა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები