ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან მარტში 46 პირი დააკავეს
მარტში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის და სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ბრალდებით, 46 პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს. სააგენტო ,,რესის" ცნობით, თებერვალთან შედარებით, მონაცემები გაზრდილია. ამავე გამოცემის ცნობით, რუსმა სამხედროებმა წინა თვეს 31 პირი დააკავა.

როგორც ირკვევა, 48 ადამიანიდან 13 მოქალაქე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, ხოლო დანარჩენი 33 პირი - სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის მუხლით.

ცხინვალში ჩატარებული სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, 30 მოქალაქე დააჯარიმეს, 3 მოქალაქე ე.წ. რესპულიკიდან გააძევეს, 2 მოქალაქე ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს, 14-მა კი გაფრთხილება მიიღო.

დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ყველა დოკუმენტი ე.წ. რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დროულად წარუდგინონ, რათა შესვლისა და გამოსვლის უფლება დროულად მიიღონ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები