ახალი ამბები
შიდა ქართლში სუიციდის მცდელობა ყველაზე მეტად მამაკაცებში ჭარბობს - შსს-ს სტატისტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის სუიციდისა და სუიციდის მცდელობის სტატისტიკა გამოაქვეყნა. შიდა ქართლში სულ სუიციდის 35 და სუიციდის მცდელობის 48 ფაქტია დაფიქსირებული.

სტატისტიკა გენდერულ ჭრილში ასე გამოიყურება.

2018 წელს, შსს-ს ცნობით, 28 კაცმა და 7-მა ქალმა მოიკლა თავი. ხოლო მცდელობის 48 ფაქტიდან, 20 ქალის და 28 მამაკაცის შემთხვევაა.

რაც შეეხება ასაკს, სუიციდი ყველაზე პატარა ასაკში - 11 წლის გოგონამ სცადა, ხოლო ყველაზე უფროსმა - 88 წლის მამაკაცმა.

რაც შეეხება ფატალურ შედეგს, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე პატარა ასაკში სუიციდი 13 წლის ბიჭის შემთხვევაში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ხნიერი გარდაცვლილი - 88 წლის ქალია.

სუიციდის და სუიციდის მცდელობის შესახებ მონაცემები დამუშავებულია შსს ტერიტორიული დანაყოფების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები