ახალი ამბები
2014 წელს 2 796 პოლიციელია დასჯილი - აცხადებს მინისტრის მოადგილე

 

არჩილ თაკლაკვაძემ, პროექტ „უსაფრთხო ქალაქი“-ს ფარგლებში, USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მხარდაჭერით, ქალაქ გორში ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა 2015 წლის 5 მარტს გამართა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს შს სამინისტროს საქმიანობაზე, დანაშაულის პრევენციაზე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებსა და გეგმებზე ესაუბრა, შემდეგ კი მათ შეკითხვებს უპასუხა.

 

პროექტი „უსაფრთხო ქალაქი“ ხელს შეუწყობს პოლიციის აქტივობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას რეგიონებში და შსს-ს საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია და რეაგირება მოახდინოს თემში არსებულ პრობლემებზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მხარდაჭერით, მიმდინარე წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, პროექტ „უსაფრთხო ქალაქი“ ფარგლებში, საქართველოს 10 ქალაქში ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან თემატური შეხვედრები ჩატარდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები