ახალი ამბები
405 ავარია და 47 გარდაცვლილი ერთ წელიწადში - შიდა ქართლის მონაცემები
2018 წელს, შიდა ქართლში, 405 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, ავარიის შედეგად სულ 47 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 694. (2017 წელი - ავარია 422; გარდაიცვალა - 65; დაშავდა - 648)

რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებს. საანგარიშო პერიოდში 1351 მძღოლს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს. (2017 წელს - 1565).

2018 წელს შიდა ქართლში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემტხვევების რაოდენობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

უწყებამ სტატისტიკა ორ ნაწილად დაყო, ერთი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, ხოლო მეორე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის გათვალისწინებულ ნაწილს მოიეცავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები