ახალი ამბები
რეგიონებში ახალი კამპანია ,,ევროპა საქართველოში" იწყება
რეგიონებში ახალი კამპანია ,,ევროპა საქართველოში" იწყება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს ადმინისტრაცია ავრცელებს.

კამპანია სახელწოდებით "ევროპა საქართველოში" და "საქართველო ევროპაში", მოიცავს იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც ევროპის და ევროპული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

სამინისტროს ადმინისტრაციის განმარტებით, ეს კამპანია სავარაუდოდ მაისიდან, ,,ევროპის დღეების" შემდეგ, დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

,,ევროპა საქართველოში" ღონისძიებების ფორმატი და შინაარსი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, მათ შორის, - "კულტურის ფორუმს".

სამინისტრომ წლის განმავლობაში მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებლად 1,2 მლნ ლარი გაითვალისწინა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები