ახალი ამბები
ხაშურის ,,სავანედან" ანტიკორუფციულმა სააგენტომ ფინანსური დოკუმენტაცია წაიღო
ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ა(ა)იპ-ის ფინანსურ დოკუმანტაციას ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს. ამის შესახებ qartli.ge-ს სააგენტოს დირექტორმა შოთა კოპაძემ განუცხადა.

მისი თქმით, "სავანედან"  2016,2017 და 2018 წლების ფინანსური დოკუმენტაცია წაიღეს.

"26 მარტს ვიყავი დაკითხვაზე დაბარებული, კითხვები დამისვეს მაგალითად აიპის ფინანსურ საქმიანობის შესახებ, ასევე, ძაღლების საკვების შესაძენად გაფორმებულ ხელშეკრულებებზე" -აცხადებს ქართლი.გე-სთან საუბარში "სავანეს" ხემძღვანელი შოთა კოპაძე.

,,სავანეს" ფუნქციებში ხაშურის მუნიციოპალიტეტის მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის მოვლა-პატრონობა, სასაფლაოების ზედამხედველობა და ქალაქში გამწვანებითი და დასუფთავების სამუშაოების ჩატარება შედის.

ორგანიზაციაში 48 თანამშრომელია დასაქმებული და წლიური ბიუჯეტი 367 000 ლარს შეადგენს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები