ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალის ცნობით სამხედრო მოსამსახურეს ,,ლირიკა" ესაჭიროება
გორის ჰოსპიტალში ერთი ცალი პრეპარატი ,,ლირიკა" ესაჭიროებათ. ამის შესახებ ჰოსპიტლის დირექტორმა შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლის ცნობით, ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურეს გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს და მისთვის საჭიროა ამ პრეპარატის შეძენა.

,,სამხედრო ჰოსპიტალში არის ხოლმე კონტინგენტი, რომლებიც ფანტომური, გახანგრძლივებული, გაუსაძლისი და სხვა სახის ტკივილების მოსახსნელად იყენებენ პირველ ჯგუფის მედიკამენტ "ლირიკას". სხვა სახის მედიკამენტი არასაკმარისია აღნიშნული ტკივილის სინდრომის მოსახსნელად. მედიკამენტი "ლირიკა" არის მხოლოდ საცალო რეალიზაციაში. 2019 წლის განმავლობაში საქართველოში მისი იმპორტი არ არის განხორციელებული." - აღნიშნავს ჰოსპიტლის ადმინისტრაცია თხოვნის წერილში.

აქედან გამომდინარე, საქართველოში არრსებული მარაგის გამო, სამხედრო ჰოსპიტალი მის შეძენას საზღვარგარეთ გეგმავს.

განმარტება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციას ჰოსპიტალიდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ პრეპარატი ამბულატორიული პაციენტისთვის ესაჭიროებათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები