ახალი ამბები
ახალხიზის სკოლა, სადაც სპორტული დარბაზი არაა, ჩოგბურთის მაგიდით დააჯილდოვეს
პროექტის ,,თავისუფალი გაკვეთილების" ფარგლებში სოფელ ახალხიზის სკოლა ჩოგბურთის მაგიდით დააჯილდოვეს. სკოლის დირექტორის თქმით, ფიზკულტურის გაკვეთილები მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა.

,,ეს განსაკუთრებით ზამთარშია კარგი, როდესაც შენობის გარეთ გასვლა შეუძლებელია, ხოლო სკოლას, თავისი მცირე მოცულობის გამო, სავარჯიშო დარბაზი არ გააჩნია" - განმარტავს სასწავლებლის ხელმძღვანელი.

დღეს, განათლების სამინისტროს მიერ ნაჩუქარი მაგიდის გარშემო, შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატში მონაწილეობა მე-6, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.

I ადგილი დაიკავა მე-8 კლასის მოსწავლემ ლუკა მამუკაშვილმა, II ადგილი დაიკავა მე-6 კლასის მოსწავლემ ლუკა დათაშვილმა, ხოლო III ადგილი მე-9 კლასის მოსწავლემ ლევან კურტანიძემ.

ამჟამად სკოლის მოსწავლეები სარაიონო ტურნირისთვის ემზადებიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები