ახალი ამბები
გორში ტურისტებისთვის გიდების სკოლის მსმენელები იმუშავებენ
გიდების სკოლის კურსდამთავრებულები ტურისტებისთვის ტურების ჩატარებას მაისის შუა რიცხვებიდან ჩაატარებენ. ამის შესახებ ინფორმაცია გორის ტურიზმის განყოფილების ადმინისტრაციამ მოგვაწოდა.

განყოფილების ხელმძღვანელის, რობერტ მაღლაკელიძის ცნობით, 5 მაისამდე მომავალი გიდები სასერთიფიკატო გამოცდებს ჩააბარებენ.

ამ მიზნით შეხვედრა გუშინ 3 აპრილს გაიმართა.

,,ესენი არიან გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც გიდის პროფესიის დაუფლება ატენის სასწავლო ბანაკ ,,გზამკვლევიდან" დაიწყეს. მომავალ გიდებთან წინა საგამოცდო შეკრება მოეწყო. სადაც გადაწყდა, რომ ისინი სასერთიფიკატო გამოცდებს 5 მაისამდე ჩააბარებენ. მაისის შუა რიცხვებში, გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის სეზონის საზეიმო გახსნის დღეს, ტურისტებს ექსკურსიას გორში დამოუკიდებლად ჩაუტარებენ." - აღნიშნავს რობერტ მაღლაკელიძე.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები