ახალი ამბები
გორიდან პოლონეთში დურგლებს ავეჯის ქარხანაში გააგზავნიან
გორიდან პოლონეთში დურგლებს ავეჯის ქარხანაში გააგზავნიან.

ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე თავზარაშვილმა გადაცემა ,,ქართლის სტუდია“-ში ისაუბრა.

მისი თქმით, ამ საკითხზე პოლონურ მხარესთან ჯერ მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

,,პოლონეთში ვიზიტის დროს ჩვენ ვიყავით ერთ-ერთ ძალიან დიდი ავეჯის ქარხანაში, სადაც შევხვდით მის მეპატრონეს, მათ გამოთქვეს სურვილი  გორიდან პოლონეთში წაიყვანონ დურგლები და დაასაქმონ ქარხანაში. იქ ჩასულ ადამიანებს ისინი თვითონ დაატრენინგებენ და თვითონვე მოახდენენ მათ ჩამოყალიბებას სპეციალისტებად. ივნისში, გორში დაგეგმილია ავეჯის ქარხნის წარმომადგენლების ჩამოსვალა. მე ვფიქრობ, მათი ვიზიტის შემდეგ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ ამ საკითხზე.“- აღნიშნა კოტე თავზარაშვილმა.

გადაცემა სრულად იხილეთ აქ: ,,ქართლის სტუდია" - გორისა და პოლონეთის ურთიერთობა

Print

სტატიის გამოყენების პირობები