ახალი ამბები
გორში სტუდენტებს კამპანია ,,თავისუფალი სიტყვის" წევრები შეხვდნენ
4 აპრილს, გორის უნივერსიტეტში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, კონფერენცია სახელწოდებით "თავისუფალი სიტყვა"გაიმართა.

საჯარო ლექცია მოწვეულმა ლექტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრის მკვლევარმა გიორგი ჩიფჩიურმა წაიკითხა.

კამპანიის ფარგლებში შეხვედრები, გორის გარდა, საქართველოს ყველა რეგიონული უნივერსიტეტის სტუდენტებთან (ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, თელავი) იმართება. ამ ქალაქების უნივერსიტეტებში, კამპანიის მონაწილეები სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით იქ მცხოვრები სტუდენტების მოსაზრებების გასაგებად და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე სასაუბროდ სტუმრობენ.

კამპანიას წელს პირველად ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და გორის ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის (FNF) ფინანსური მხარდაჭერითა და სხვა პარტნიორების ჩართულობით ატარებს.

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) არის წამყვანი დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ცდილობს საქართველოსა და კავკასიაში არსებული პრობლემების მოგვარებას. ჩვენი მიზანი არის მომავალი ლიდერების მოძიება, მომზადება და დაკავშირება იმისთვის, რომ ჩვენ ერთად შევცვალოთ სამყარო ჩვენს ირგვლივ. ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და სამოქალაქო აქტივიზმში და დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები