ახალი ამბები
ევროკავშირთან თანამშრომლობის შესახებ გორში სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფისი მუშაობს
გორში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფისი მუშაობას კვლავაც საკრებულოს შენობაში გააგრძელებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო.

ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული სამსახურის რეგიონული ოფისის მუშაობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რადგან პალატა ახორციელებს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ პროექტით (DCFTA) გათვალისწინებულ სამუშაოებს.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის შიდა ქართლის რეგიონული ოფისი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის მესამე სართულზეა. რეგიონული ოფისის წარმომადგენლობა ორი წელია ფუნქციონირებს.

,,1960 წლიდან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე ზრუნავს. ამისთვის ჩვენი გუნდი წლების განმავლობაში სხვა და სხვა პროექტებს ახორციელებს, აქტივობებს გეგმავს და ცდილობს საქართველოში მოღვაწე ყოველი მეწარმის ინტერესები დაიცვას. პალატა ინტენსიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან, გეგმავს და მართავს ბიზნეს-ფორუმებს, აკავშირებს უცხოურ კომპანიებს ქართველ მეწარმეებთან და თითოეულ მათგანს საქმიანობაში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში ეხმარება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მოქმედი გუნდი ღია დიალოგს ანიჭებს უპირატესობას და ბიზნეს-სექტორს საკუთარი პრობლემების შესაბამის ადრესატამდე მიტანაში და მოგვარებაში ეხმარება." - აღნიშნულია სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზნებში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები