ახალი ამბები
გორში ,,შინდისის გზატკეცილს" მიენიჭება ,,შინდისის გმირების გზატკეცილის" სახელი
გორში, შინდისის გზატკეცილს სახელი შეეცვლება და ,,შინდისის გმირების სახელი" ეწოდება. ამის შესახებ გორის მერიამ თანხმობის მისაღებად საკრებულოს მიმართა.

საკრებულოს წევრებმა საკითხი დღის წესიგში შეიტანეს.

საკრებულოს ყოფილი წევრი თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ ინიციატივა ჯერ კიდევ 2014-2017 წლების მოწვევის საკრებულოში მან დააყენა. თედლიაშვილი ოპოზიციური პარტიის წევრი იყო.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ გამზირისთვის ახალი სახელის დარქმევით, ხაზი გაესმევა საქართველოს გმირების უკვდავყოფას.

,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია ინიციატივა ქალაქ გორში შინდისის გზატკეცილს ეწოდოს შინდისის გმირების გამზირის სახელი. სწორედ ამ გზის გავლით მივდივართ ჩვენი სახელოვანი გმირების - შინდისის გმირების საფლავამდე და 2008 წლის აგგვისტოს ომის შემდეგ შინდისმა დაიმკვიდრა ისტორიული სახელი." - აღნიშნულია განკარგულების პროექტში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები