ახალი ამბები
მერია სტალინის სკვერში 50 კვ.მ-ს 110 ლარად აქირავებს
გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში საბავშვო ატრაქციონები განთავსდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიამ მიიღო.

ერთ-ერთი მოქალაქის თხოვნის საფუძველზე, ფანტანთან, დაახლოებით 50 კვ.მ ფართი თვეში 110 ლარად გაქირავდება. საიჯარო ხელშეკრულების ვადა 5 თვეა.

,,ზემოთ მითითებული ტერიტორია წარმოადგენს ქალაქის ცენტრს და ზაფხულის სეზონზე გამოირჩევა ხალხმრავლობით, სადაც თავს იყრიან განსაკუთრებით ქალაქში დარჩენილი ბავშვები. აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს საბავშვო ატრაქციონები და გასართობი კუთხეები, რაც მოსახლეობის ინტერესებს შეესაბამება." - აღნიშნულია მიმართვაში.

მერია თანხმობას საკრებულოსგან ელოდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები