ახალი ამბები
ქარელში მერის მოადგილე შეცვალეს
ქარელის მერის მოადგილემ მერი არხოშაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ qartli.ge-ს თავად განუცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ქარელის მერმა მიიღო.

"ჩემი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ქარელის მერმა მიიღო, თუმცა სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავედი" - აცხადებს ქარელის მერის ყოფილი მოადგილე.

მერი არხოშაშვილი, რომელიც ზაზა გულიაშვილის მოადგილედ 2014 წლიდან მუშაობდა, ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელად გადაიყვანეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ზაზა გულიაშვილსაც დაუკავშირდა. ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა მიზეზებზე არ ისაუბრა, თუ რატომ გახდა აუციელებლი სკადარო ცვლილებები.

"მერიმ თვითონ მთხოვა სხვა სამსახურში გადაყვანა, თუმცა გადაწყვეტილება მე მივიღე საკადრო ცვლილებებზე" - ამბობს გულიაშვილი.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის აწ უკვე უფროსი ვლადიმერ სულაქველიძე დაინიშნა, რომელიც მუნიციპალიტეტრში 2014 წლიდან მუშაობს.

შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან ბოლო რამდენიმე კვირაში სამმა მერმა მოადგილე შეცვალა. ბოლო ცვლილება ხუთი დღის წინ მოხდა. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მოადგილედ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ როსებაშვილი დაინიშნა, უფრო ადრე კი ცვლილება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელდა. კონსტანტინე თავზარაშვილის პირველ მოადგილედ 28 წლის პოლიციელი ერასტი ელიჯარაშვილი დაინიშნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები