ახალი ამბები
ხაშურში ბორჯომის ქუჩაზე კერძო სახლების ეზოს ღობეებს სახელმწიფო შეცვლის
ხაშურში ბორჯომის ქუჩაზე, თბილისის მხარეს არსებული შესასვლელიდან პოლიციის შენობამდე ახალი ღობეები გაკეთდება, ამის შესახებ პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად გაუგზავნეს.

ბიუჯეტიდან სამუშაოებითვის ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება.

"იგეგმება ორ კილომეტრიანი ტროტუარისა და ღობეების მოწყობა, ასევე გაკეთდება ეზოებში შესასვლელი კარებებიც, რომლებიც ერთნაირი იქნება. ბორჯომის ქუჩაზე რამდენიმე ადგილას მოეწყობა სკვერი და რეკრეაციული ზონა. ტენდერი უკვე გამოცხადებულია, განაცხადების მიღება 11 აპრილს მთავრდება. სამუშაოები 6 თვეში უნდა დასრულდეს"- განუცხადა ქარტლი.გე-ს ხაშურის მუნიციპალიტრეტის მერმა.

გიორგი გურასპაშვილის ინფორმაციით, სამუშაოები ფეხით მოსიარულეებს პრობლემებს არ შეუქმნის. მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები შეთანხმებულია საგზაო დეპარტამენტთანაც.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები