ახალი ამბები
ხაშურში ასათიანის ქუჩის მცხოვრებლებმა ორმოულები საკუთარი ძალებით ამოავსეს
ხაშურში ასათიანი ქუჩაზე მოსახლეობამ ორმოულები საკუთარი სახსრებით ამოავსო. ამისათვის, ის ნარჩენები გამოიყენეს, რომელიც წყალმომარაგების კომპანიის ეზოში იყო დაგროვებული.

ორმოულების ამოვსების შესახებ ინფორმაცია ხაშურის სამოქალაქო აქტივისტმა ზაზა მეხრიშვილმა გაავრცელა. ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი ამბობს, რომ ქუჩის რეაბილიტაცია მანამდე არ მოხდება, ვიდრე სასმელისა და საკანალიზაციო ქსელი სრულად არ მოეწყობა. მისი თქმით,  აღნიშნული პროექტი კი 2020 წლიდან უნდა დაიწყოს.

ასათიანის ქუჩა ხაშურის ახლადგახსნილ სპორტსკომპლექსთან მდებარეობს:

"ცოტა ხნის წინ, მაგ ქუჩაზე კანალიზაცია გაკეთდა და გზა დაზიანდა. წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მაგ ქუჩისთვის მერია ფულს ვერ დახარჯავს. იქ ვიღაცამ ორი ურიკა ასფალტი მიიტანა, ჩაყარა და სასაცილოდ გახადეს. ვიცი, ვინც გამოაქვეყნა ეგ პოსტი. მაგ სისულეების ლაპარაკს თავს თუ დაანებებს ეგ ხალხი, კარგი, იქნება." - განაცხადა qartli.ge-სთან ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა.








Print

სტატიის გამოყენების პირობები