ახალი ამბები
შიდა ქართლიდან ორმა პარლამენტარმა გამოცდების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა ზოგადი განათლების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას გულისხმობდა.

36-მა დეპუტატმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, მათ შორის, იყვნენ დეპუტატები შიდა ქართლიდან.

გორისა და ქარელის მაჟორიტარები იოსებ მაკრახიძე და გიორგი თოთლაძე სკოლებში გამოცდების გაუქმების წინააღმდეგ წავიდნენ, რაც შეეხება გორის რაიონის, ხაშურისა და კასპის მაჟორიტარებს. სიმონ ნოზაძემ, თემურ ხუბულურმა და ირაკლი მეზურნიშვილმა გამოცდების გაუქმებას მხარი დაუჭირეს.

კანონპროექტის თანახმად, რომელიც პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით გავიდა უქმდებოდა გამოსაშვები გამოცდები სკოლებში. პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლების დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, აგრეთვე პირებზე რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება, გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი ატესტატი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები