ახალი ამბები
სიმონ ნოზაძე: ,,მოსწავლის ცოდნას უნდა აფასებდეს სკოლა და არა გამოცდების ცენტრი"
,,მე სტუდენტებს და მშობლებს შევხვდი და ყველა მათგანი ფიქრობს, რომ გამოცდები გასაუქმებელია" - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ მას შემდეგ, როდესაც გამოცდების გაუქმების შესახებ, პარლამენტში კენჭისყრა ჩატარდა.

დღეს პარლამენტმა, გამოცდების გაუქმების შესახებ, კანონპროექტი ჩააგდო. სიმონ ნოზაძე ერთ-ერთი იმ დეპუტატთაგანია, რომელმაც მთავრობის ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირა:

"8+4 ფორმულა, რომელიც მოქმედებს, მოსწავლეებს ფსიქოლოგიურად თრგუნავს. ამ ყველაფრის საფუძველზე დავუჭირე კანონპროექტს მხარი. ატესტატის გაცემის დროს მოსწავლის ცოდნას უნდა აფასებდეს სკოლა და არა ეროვნული გამოცდების ცენტრი. " - სიმონ ნოზაძე.

შიდა ქართლიდან ორმა დეპუტატმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, ესენია: გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თოთლაძე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები