ახალი ამბები
სოსო მაკრახიძე - ,,გამოცდები ისევ უნდა იყოს, იმიტომ რომ მოწაფეები ემზადებოდნენ გამოცდაზე გასავლელად"
,,სკოლიდან რომ გამოდის მოწაფე, ხომ უნდა ქონდეს განათლება?" - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ მას შემდეგ, როდესაც პარლამენტში კენჭისყრა, გამოცდების გაუქმების შესახებ, ჩატარდა.

დღესპარლამენტმა, გამოცდების გაუქმების შესახებ, კანონპროექტი ჩააგდო. მაკრახიძე ერთ-ერთი იმ დეპუტატთაგანია, რომელმაც მთავრობის ინიცირებულ პროექტს მხარი არ დაუჭირა:

,,გამოცდები ისევ უნდა იყოს, იმიტომ, რომ მოწაფეები ემზადებოდნენ გამოცდაზე გასავლელად. როცა ეცოდინებოდათ, რომ გამოცდა აღარ იყო საჭირო, მაშინ ნაკლებად მოემზადებოდნენ" - განმარტავს მაკრახიძე.

მისი თქმით, სკოლის დამთავრების შემდეგ, მოსწავლის განათლება, ეროვნული გამოცდების მეშვეობით, უნდა შემოწმდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები