ახალი ამბები
ირაკლი მეზურნიშვილი: ,,მე მხარს ვუჭერ იმ რეფორმებს, რაც მამუკა ბახტაძემ წარადგინა"
,,მე მხარს ვუჭერ იმ რეფორმებს, რაც მამუკა ბახტაძემ წარადგინა და განათლების მინისტრმა." - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა მას შემდეგ, როდესაც პარლამენტში, გამოცდების გაუქმების შესახებ, კანონპროექტი ჩააგდეს.

მეზურნიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. რაც შეეხება სხვა დეპუტატებს, შიდა ქართლიდან ორმა დეპუტატმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, ესენია: გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თოთლაძე.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზე იქნება აღბეჭდილი ის მომენტი, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 6% მიემართება განათლების სფეროს, ჩვენ ასე ვხედავთ განათლების რეფორმას და ამას სრული მხარდაჭერა აქვს ჩემგან." - აცხადებს მეზურნიშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები