ახალი ამბები
მერეთში მანქანა 4-წლის ბავშვს დაეჯახა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში მანქანა 4-წლის ბავშვს დაეჯახა და დაიღუპა.

შემთხვევა გარდაცვლილის ოჯახის საცხოვრებელი სახლის წინ მოხდა. ადგილობრივი მცხოვრები მანქანით ბაღიდან სახლში ბრუნდებოდა.

სოფლის წარმომადგენლის, რუსუდან კილაძის ცნობით, ბავშვის ცხედარი გამოსაკვლევად სამედიცინო ცენტრში ყავთ.

გამოძიება სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით, მიმდინარეობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები