ახალი ამბები
ხაშურში სკოლების დირექტორებმა სპორტის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ხაშურის სპორტსკომპლექსის შენობაში სკოლების დირექტორებმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კალათბურთი ითამაშეს. შეხვედრა ,,თეთრი ბარათის" კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

,,თეთრი ბარათის" კამპანია, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ყოველ 6 აპრილს აღინიშნება.

,,კამპანიის მიზანია სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისება. ის არის ე.წ. "წითელი ბარათის" საპირისპირო სიმბოლო და გამოხატავს პოზიტიურ ჩართულობას, ტოლერანტობასა და მშვიდობას." - აღნიშნავს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე.

იგი მხარდაჭერისთვის მადლობას ხაშურის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელობას უხდის.

კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები