ახალი ამბები
ხაშურში 30-წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს
ხაშურში 30-წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ამის შესახებ qartli.ge-ს შს სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს. პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

ქალი, დღეს დილით, საცხოვრებელი სახლის სარდაფში გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევის გარემოებები სუციდის ფაქტს ასახავს.

შს სამინისტროში ოჯახური კონფლიქტის შესახებ რამდენიმე შეტყობინებაა შესული. ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება და ერთი მცირეწლოვანი შვილი იზრდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები