ახალი ამბები
გორში გაზის აფეთქების შესახებ ცრუ განგაში დაფიქსირდა
გორში, სტალინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები გამოიძახეს, თუმცა სატელეფონო შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.

ამის შესახებ qartli.ge-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრეს-სამსახურში განუცხადეს. პრე-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შეტყობინება 112-ზე შევიდა, თუმცა ადგილზე მისულებს სიტუაცია მშვიდი დახვდათ. 

შემთხვევა დღეს საღამოს დაახლოებით 23 საათზე მოხდა. ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე კორპუსში ორი სახანძრო და რამდენიმე პიკაპი მივიდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები