ახალი ამბები
გორის მერია ,,მართლმადიდებლურ სამყაროს" შესახებ წიგნს გამოსცემს
გორში გამოსცემენ წიგნს სახელწოდებით ,,ქართული მართლმადიდებლური სამყარო". დამკვეთი გორის მერიაა.

მერიამ სტამბას უკვე 50 ცალი წიგნის დაბეჭდვის შეკვეთა მისცა. ერთი ცალი წიგნის ფასი 35 ლარი იქნება.

გორის მერია პარალელურად ბროშურებსაც ბეჭდავს. ბროშურებში ასახული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ისტორიული და კულტურული ძეგლები. ერთი ცალი ბროშურის ფასი 3 ლარი და 50 თეთრი იქნება. გავრცელდება სულ 50 ბროშურა.

ჯამში 1925 ლარი დაიხარჯება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები