ახალი ამბები
შიდა ქართლის ტერიტორიაზე მარტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 36 ფაქტი გამოავლინეს
2019 წლის მარტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტრების 375 ფაქტი გამოვლინდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და ეროვნული სატყეო სააგენტო აქვეყნებს.

როგორც დეპარტამენტიდან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 36 ფაქტია გამოვლენილი შიდა ქართლის რეგიონში.

ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2018 წლის ამავე პერიოდში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 758 ფაქტი გამოვლინდა. ბოლო ერთ წელიწადში გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტების რაოდენობა თითქმის განახევრდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები