ახალი ამბები
გორში მაღაზია ,,სპარიდან" სასმელი მოიპარეს
გორში, მაღაზია ,,სპარში" სასმელი მოიპარეს. ამის შესახებ გორის პოლიციას მაღაზიის წარმომადგენლებმა აცნობეს.

შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. მაღაზიაში არასრულწლოვნები შევიდნენ. მათი საეჭვო მოძრაობა კონსულტანტებმა შეამჩნიეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

შსს-ს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ქურდობის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 1 დან 3 წლამდე ითვალისწინებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები