ახალი ამბები
,,ვანდალიზმი მოხდა" - ყიფიანის მუზეუმის სახურავზე კრამიტები დაიმტვრა
ხაშურში, ყიფიანის სახლ-მუზეუმის სახურავზე კრამიტები დაამტვრიეს. ამის შესახებ qartli.ge-ს ხაშურის მერიის ადმინისტრაციაში აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ადგილი აქვს ვანდალიზმის ფაქტს, რომელიც რეაბილიტაციის პროცესში მყოფ ობიექტსზე დაფიქსირდა.

როგორ ირკვევა, ნალექის დროს, ახლადრეაბილიტირებულ სახურავიდან მუზეუმის შენობის ოთახში წყალი ჩავიდა. ფაქტი ხაშურის მერის პირველ მოადგილეს და ეკონომიკური სამსახურის უფროსს აცნობეს.

საჯარო მოხელეებმა ადგილზე დათვალიერებისას, სახურავზე ჩამტვრეული კრამიტი ნახეს. მოკვლევის შემდეგ დაადგინეს, რომ სამშენებლო კომპანიის ბრალეულობა (მშენებელი 80) არ იკვეთება და ის განზრახ დააზიანეს.

,,ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ლიტერატორის და მთარგმნელის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ზაფხულის ბოლოსთვის შეძლებს დამთვალიერებელს უმასპინძლოს." - იუწყება ხაშურის მერია.

სახლს-მუზეუმის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მილიონამდე ლარს ითვლის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები