ახალი ამბები
ხაშურში 9 აპრილის ქუჩაზე მანქანა გატეხეს
ხაშურში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანა გატეხეს. ამის გამო, 9 აპრილის ქუჩაზე პოლიცია გამოიძახეს.

ერთი ვერსიით მანქანა გაქურდვის მიზნით გატეხეს, მეორე ვერსიით, ადგილი აქვს ქონების დაზიანების ფაქტს.

ავტომანქანის მფლობელმა ნახა, რომ მანქანის მინა ჩატეხილი იყო. კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებმა გამოძიება დაიწყეს.

,,ოპელის" მარკის ავტომანქანის მეპატრონე გამომძიებლებმა დასაკითხად წაიყვანეს. შს სამინისტრო შესაბამის კვალიფიკაციის მინიჭებაზე ფიქრობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები