ახალი ამბები
გორის თეატრი ჩელიაბინსკში გაემგზავრა

 

სპექტაკლში მხოლოდ სამი მსახიობი მონაწილეობს: კახა ბერიძე, სოფი მაიერი და ვახტანგ ჩაჩანიძე. სოსო ნემსაძის მიერ დადგმულმა ამ სპექტაკლმა და მასში მონაწილე სამივე მსახიობმა პრიზი აიღო თეატრის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისიებაზე, რომელიც ბათუმში ჩატარდა. კახა ბერიძემ მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მიიღო პრიზი, სოფი მაიერს პრიზი მიენიჭა წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალის ნომინაციაში, ვახტანგ ჩაჩანიძეს კი მეორე პლანის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.

 

კვლევაში „ქართული თეატრი 2014“ , რომლის პრეზენტაციაც  ილიაუნის თეატრში გაიმართა, 2014 წლის  მნიშვნელოვან მოვლენებში გორის თეატრის მონაცემებიც შევიდა. უფრო კონკრეტულად:

 

,,მნიშვნელოვანი იყო გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ სოსო ნემსაძის ინიციატივით, გორში კომედიის ფესტივალის დაფუძნება, რომელიც თანამედროვე ქართული თეატრის  მნიშვნელოვან ფორუმად იქცა." - წერია კვლევაში.

 

2014 წლის ქართული თეატრის სტატისტიკურ კვლევაში მონაწილეობა საქართველოში რეგისტრირებული 52-დან  48 თეატრმა მიიღო. მათ შორის: სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი 30 თეატრია, ხოლო 18 - კერძო (დამოუკიდებელი). სულ კვლევაში წარმოდგენილია: თბილისის - 27, ხოლო რეგიონის - 21 თეატრი.

 

საქართველოს 48 თეატრში დაიდგა სულ: 174 სპექტაკლი. აქედან რეგიონულ თეატრებში - 76. თუ ამ მონაცემებს შარშანდელს შევადარებთ, ვნახავთ, რომ 2014-ში აშკარად მეტი სპექტაკლი დაიდგა, ვიდრე 2013 წელს.

 

რეგიონის თეატრებში პრემიერების ხუთეულში პირველ ადგილს რუსთავის თეატრი, 13 პრემიერით იკავებს. მას ათი ახალი დადგმით მოსდევს მესხეთის თეატრი. გორის თეატრმა 2014 წელს რვა პრემიერა გამართა, ხოლო ზესტაფონისა და თელავის თეატრებმა წლის განმავლობაში ექვსი ახალი დადგმა უჩვენეს თავის მაყურებელს.

 

სარეპერტუარო სპექტაკლების რაოდენობით გამორჩეულ, რეგიონების სახელმწიფო დრამატული   თეატრების  კატეგორიაში  ლიდერობს:  მესხეთის თეატრი, 19 წარმოდგენით. მას მოსდევს გორის თეატრი, 18 სპექტაკლით. მესამე ადგილს ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრი იკავებს, 17 წარმოდგენით, ხოლო თელავისა  და რუსთავის თეატრები, 13 დადგმით, ინაწილებენ მეოთხე პოზიციას რეიტინგში.

 

2014  წელს  ქართული  თეატრები  საგასტროლოდ  საქართველოს  30 გეოგრაფიულ პუნქტში იმყოფებოდა,  სადაც 28  თეატრმა 144 წარმოადგენა გამართა.

 

ამ კატეგორიაში საინტერესოა მასპინძელი თეატრების გამოვლენა, თუ სად უფრო მეტი თეატრი ჩადის. წელს ასეთ თეატრად, ლიდერის პოზიციაზე, გორის თეატრი დგას, რომელმაც 15  დასს უმასპინძლა.  ამ რიცხობრიობაში მათ კომედიის ფესტივალის ჩატარებაც დაეხმარა.

 

საქართველოს სახელმწიფო თეატრების კატეგორიაში ლიდერის პოზიცია, 8 გასტროლით, ცხინვალის თეატრს უჭირავს. მას, 7-7 გასტროლით, მარჯანიშვილისა და ჭიათურის თეატრები მოსდევენ, ხოლო მესამე ადგილს რეიტინგში, 5-5 გასტროლით, თელავისა და მესხეთის თეატრები ინაწილებენ.

 

საქართველოში გასტროლების ყველა ტიპის რეგიონული თეატრების კატეგორიაში ლიდერობს ცხინვალის თეატრი.  მას,  7 გასტროლით,  ჭიათურის თეატრი მოსდევს. ქუთაისის თოჯინების თეატრმა 6 გასტროლი გამართა, ხოლო თელავისა და მესხეთის თეატრებმა - 5-5.

 

2014 წელს საქართველოს 48 თეატრში გაიმართა სულ 3 660 წარმოდგენა, ამათგან,  თბილისის სახელმწიფო თეატრებში -  873;  თბილისის  საბავშვო და საყმაწვილო თეატრებში - 903; თბილისის კერძო თეატრებში - 381; საქართველოს რეგიონების თეატრებში - 831; საქართველოს რეგიონების საბავშვო და საყმაწვილო თეატრებში - 672.

 

ფუნქციურად დატვირთული საქართველოს რეგიონის თეატრების რეიტინგი კი ასე გამოიყურება: მესხეთის თეატრი -  92; ოზურგეთის თეატრი - 91; ცხინვალის თეატრი - 80; ქუთაისის თეატრი - 77; გორის თეატრი - 70. 

 

რაც შეეხება მაყურებლის აქტივობას. 2014 წელს საქართველოს 48 თეატრს 423 028 მაყურებელი ესტუმრა, ამათგან, თბილისის  თეატრებს  -  311 727,  ხოლო რეგიონების - 111 247. თუ ამ ციფრებს შარშანდელ მონაცემებს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ 2014 წელს მაყურებელმა ქართულ თეატრში ზოგადად იკლო. მართალია, ზოგიერთ თეატრში (მარჯანიშვილის, რუსთაველის, გრიბოედოვის, ახმეტელის, ილიაუნისა და სამეფო უბნის)  მაყურებელთა რაოდენობამ იმატა, მაგრამ  დასწრებამ  განსაკუთრებით იკლო რეგიონის თეატრებში. მაყურებელთა კლება ძირითადად იმ თეატრებს შეეხო, რომლებიც ნაკლებ პრემიერასა  და  უმეტესად,  რიგით, სარეპერტუარო წარმოდგენას სთავაზობენ მაყურებელს.

 

ყველაზე აქტიურ და პროდუქტიულ რეჟისორთა სიის სათავეში გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე მოექცა, რომელმაც  სხვადასხვა თეატრში შვიდი სპექტაკლი დადგა.  მას, 6 დადგმით, მოსდევს ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი გოგია. ხუთი დადგმით, მესამე ადგილს იკავებს თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი. სამხატვრო ხელმძღვანელებიდან, 4-4 დადგმით,  მეოთხე ადგილს იყოფენ რუსთავისა და მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები -  ლევან სვანაძე  და ლია სულუაშვილი; თავისუფალი რეჟისორებიდან კი, ამ რეიტინგში, ოთხი ახალი დადგმით, მოექცნენ მიხეილ ჩარკვიანი, გურამ ბრეგაძე და გოჩა ხვიჩია.

 

იხ. კვლევა სრულად აქ:

Print

სტატიის გამოყენების პირობები