ახალი ამბები
ექთანი ვენერა მეტრეველი-გვარამაძე თავისუფლებისთვის - სოფელ ალიდან
30 წლის წინ ვენერა მეტრეველი-გვარამაძე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გაზით მოიწამლა და 10 დღეში გარდაიცვალა. 1989 წლის 9 აპრილის ღამეს მომიტინგეების დარბევის დროს 45-წლის ექთანი სამედიცინო დახმარებას დაშავებულებს უწევდა.

პროფესიის ექთანი ხაშურის რაიონში მშობლიურ სოფელ ალში პატივით დაკრძალეს. ალში ახლა მისი ძმისშვილები ცხოვრობენ.

,,ის თბილისში იყო გათხოვილი და ერთი შვილი ჰყავდა, თუმცა ის 9 აპრილის ტრაგედიამდე გარდაიცვლა. მალევე მისი მეუღლეც დაეღუპა." - გვითხრა ალში მცხოვრებმა ვეფხია ჩუბინიძემ, რომელიც ძმისშვილის მეუღლეა.

გასულ 2018 წელს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვენერა მეტრეველის ძმისშვილს მედალი გადასცა.



,,რვა და – ძმა ვართ და ვენერა ყველასგან გამორჩეული იყო ბუნებით: კეთილი, უბოროტო, სათნო. ექთნად მუშაობდა და ყველას სატკივარი გულთან მიჰქონდა – ნაცნობსა და უცნობს ღამეებს უთენებდა. პირადი ცხოვრებით გამწარებული იყო: ვაჟიშვილი ჰყავდა პატიმარი და ამით იყო შეწუხებული. მაგრამ ბოლო წლებში, რაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო, სულ გამოიცვალა. ასე ამბობდა ხოლმე: – ეს მამშვიდებსო მხოლოდ." - წერს თავის მოგონენებში ვენერას და, - ქალბატონი ციალა მეტრეველი.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიამ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები