ახალი ამბები
გორის რაიონში მამაკაცი მეზობლებს აგინებდა, თუმცა პოლიციის შეურაცხყოფისთვის დააკავეს
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა 40-წლამდე ასაკის მამაკაცი სოფელ ახალსოფელში დააკავეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

შს საინფორმაციო ცენტრს დაკავებულის მეზობლებმა მიმართეს. ახალსოფლის ქვეგანყოფილების წარმომადგენლებმა ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე შედგინეს.

ოქმის მიხედვით, მამაკაცი მეზობლებს აგინებდა, რის გამოც, მცხოვრებლებმა პოლიცია გამოიძახეს.

პოლიციის თანამშრომლის განცხადებით, პიროვნებას სიმშვიდისკენ მოუწოდეს, თუმცა აგრესია პოლიციის თანამშრომლების მისამართით გააგრძელა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მოქმედი კოდექსის მიხედვით, მოქალაქე, რომელიც სამართალდამცველს არ დაემოჩილება, 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმდება. თანხის არ ქონის შემთხვევაში კი, 15-დღიანი პატიმრობა ემუქრება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები