ახალი ამბები
,,სიძეებმა მოგხედოთო" - სახლი, სადაც 7 შვილი გაზარდეს
სოფელ ზემო ბროლოსანში მაია და ამირან გორგაძეები ამჟამად მარტო ცხოვრობენ. მათ ამ სახლში 7 შვილი - 1 ვაჟი და 6 ქალიშვილი გაზარდეს. უფროსი შვილი უკვე 37 წლისაა, უმცროსი - 24 წლის.

ნაბოლარა ვაჟი რუსთავში ქირით საკუთარ ცოლ-შვილთან ერთად გადასახლდა და მუშაობს. მისი 6 და დაოჯახდა. მარტოდ დარჩენილ დედ-მამას კი, ზამთარ-ზაფხულ იმ ოთახში სძინავთ, სადაც კედლები გახსნილია.

მაია გორგაძის თქმით, მან ბევრჯერ მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გურასპაშვილს და ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს სიმონ ნოზაძეს დასახმარებლად, თუმცა ყოველ ჯერზე პასუხად უარი მიიღო.

ნახეთ რეპორტაჟი, თუ როგორ ცხოვრობენ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები