ახალი ამბები
ზემო ბროლოსნელები მთავრობის სხდომის გამართვას ელოდებიან
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზემო ბროლოსანის მცხოვრებლები ხაშურის დეპუტატს და მერს დანაპირებს ახსენებენ. ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ესაუბრნენ.

მათი თქმით, ერთი წლის მანძილზე მთის დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხი იხილება და საბოლოო გადაწყვეტილება კვლავ არ ჩანს:

,,10 მარტს უნდა გამართულიყო მთავრობის სხდომა. როგორც ჩანს, უარყოფითად გადაწყდა" - გვითხრეს ბროლოსანელებმა. მათ ცოტა ხნის წინ ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ განუცხადა, რომ სხდომა 10 მარტს იყო ჩანიშნული.

ბროლოსანი რამდენიმე უბნად იყოფა - ქვემო, ზემო და განაპირა მხარეს. ყველაზე მეტი ოჯახი ქვემო ბროლოსანში ცხოვრობს, ზემო ბროლოსანში 15-მდე ოჯახია. ხოლო 7 ოჯახი ხევის გაღმაა დარჩენილი, სადაც გზაც კი არაა მოხრეშილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები