ახალი ამბები
სურამში 83-წლის კაცს მანქანა დაეჯახა
სურამში "ფორდის" მარკის მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეს, 83-წლის მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

1936 წელს დაბადებული მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შს სამინისტროს ცნობით, მძღოლი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. რაც შეეხება საგზაო მოძრაობის წესებს, ამის თაობაზე ექსპერტიზა ტარდება..

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მ-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოევბის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობვა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4 დან 7 წლამდე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები