ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნატორი 7-თვიანი მუშაობის ანგარიშს აბარებს
შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი 2018 წლის 20 აგვისტოდან 2019 წლის აპრილამდე პერიოდის მუშაობის ანგარიშს აბარებს. შეხვედრა სამხატვრო სკოლაში მიმდინარეობს.

ანგარიშში შეტანილია გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტის მერების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

ხოჯევანიშვილი ყურადღებას რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზეც ამახვილებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები