ახალი ამბები
ატენში მე-3 ეტაპის სამუშაოების ვადა მაისამდე გადასწიეს - წინ კიდევ მე-4 ეტაპია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სასმელი წყლის პროექტის მესამე ეტაპის დასრულების ვადა მაისამდე გადასწიეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიამ მიიღო.

სამშენებლო კომპანია ,,ნიუმშენის" დირექტორის მიმართვის საფუძველზე, მერიამ მესამე ეტაპის დასასრულის თარიღი 15 მაისით განსაზღვრა. მესამე ეტაპი ჯერ 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, შემდეგ - 23 მარტს. ამჯერად, 15 მაისს.

პარალელურად, ატენში საჭირო გახდა მეოთხე ეტაპის სამუშაოების ჩატარება. მთავრობამ თითქმის ნახევრი მილიონი ლარი, სათავეში დაკარგული გრუნტის წყლის მოსაძებნად, გამოყო.

სოფელ ატენში სასმელი წყლის პროექტი 2016 წელს დაიწყო და 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე გააკეთეს მთავარი მაგისტრალი, რეზერვუარები, სათავე ნაგებობა. მესამე ეტაპზე კი, გამრიცხველიანება და დარჩენილი უბნების დაქსელვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები