ახალი ამბები
ატოცთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარია
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ატოცთან ხანძარია. ცეცხლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დილის 11 საათზე გაჩნდა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" წევრის, მიშა ბალიაშვილის თქმით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი სახანძრო მანქანა ჩანს:

,,ცეცხლი თანდათანად ძლიერდება. ჩვენი მხრიდან სახანძროები არ არის მობილიზებული" - აცხადებს ბალიაშვილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეს-სამსახურის ცნობით, ხანძარი საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებული ტერიტორიიდან საკმაოდ დაშორებულია.



Print

სტატიის გამოყენების პირობები