ახალი ამბები
შიდა ქართლის სოფელ მცხეთიჯვარში 600-ათას ლარიანი ბეტონის გზა იშლება
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მცხეთიჯვარში ბეტონის გზა იშლება. გზის საფარმა დეფორმაცია განიცადა. მიწის ფენამ სხვადასხვა ადგილას დაწევა დაიწყო.

სამუშაოები გასულ წელს კომპანია ..ბილდ ინდუსტრიმ" აწარმოა. სამუშაოებისთვის 600 000 ლარი დაიხარჯა.

კომპანია ,,ბილდ ინდასტრის" წარმომადგენელი ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას გზებზე გრუნტის წყლებმა ამოსვლა დაიწყო. ამის გამო, ის სამუშაოების ვადის გადაწევის ითხოვდა. ვადები 5-ჯერ გადასწიეს, თუმცა, გზის დეფორმაცია არ შემწყდარა..

მოსახლეობის განცხადებით, ბეტონის გზის გაკეთება მთიან სოფელში დაუშვებელია, რადგან ნალექების დროს, მანქანების მოცურების საშიშროებაა, განსაკუთრებით ზამთარში.

ხაშურის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი აცხადებს, რომ მთიან სოფელში ბეტონის გზის გაკეთება აპრობირებული მეთოდია.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ,,ბილდ ინდასტრიმ' მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და 183 დღე გაგრძელდა (ნაცვლად 60 დღისა).
Print

სტატიის გამოყენების პირობები