ახალი ამბები
გორში მიმკედლებელს 6 ძაღლი მოუწამლეს
გორში კომბინატის დასახლებაში 6 ძაღლი მოწამლეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალური სერვისების სააგენტოდან აცნობეს.

მისი წარმომადგენლის, თამარ აფციაურის განმარტებით, ძაღლები მოქალაქე ბონდო ჩუბინიძეს ჰყავს მიკედლებული:

,,ამ კაცს შარშანაც მოუწამლეს ძაღლები. თვითონ კორპუსში ცხოვრობს და ეზოში აქვს ბაღი. ამ ბაღში ჰყავს ძაღლები მიკედლებული. როგორც ჩანს, ვიღაც გადამტერებული ჰყავს" - ამბობს თამარ აფციაური.

მოწამული 6 ძაღლიდან დაიღუპა ერთი ძაღლი. დანარჩენ ძაღლებს სერვისების სააგენტოში მკურნალობენ. კინოლოგ დავით ყაჭიაშვილის თქმით, ძაღლებს მკურნალობა უტარდებათ და გადარჩებიან.

გამოძიება გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები