ახალი ამბები
გორის ,,ალტა ოქეიდან" მოპარული 39 მობილური ტელეფონი არასრულწლოვნებმა ლომბარდში ჩააბარეს
გორის მაღაზია ,,ალტა ოქეიდან" მოპარული მობილური ტელეფონები თბილისში, ლომბარდში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ტექნიკის მაღაზიის ქურდობაში ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან. ამათგან ერთ-ერთი ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და აღნიშნავს, რომ წინა შემთხვევაშიც მონაწილეობდა.

მეორე ბრალდებული კი დანაშაულს არ აღიარებს. ქურდობის ბრალდებით დაკავებულია ორი პირი. ორივე 2002 წელს დაბადებული - ი.ბ. და ლ.ა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 8 აპრილს კომპანია "ალტა ოქეის" გორის ფილიალიდან სხვადასხვა მოდელის 27 მობილური ტელეფონი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა - ი.ბ.-მ, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 17 მარტს, ამავე მაღაზიიდან სხვადასხვა მოდელის 12 მობილური ტელეფონი მოიპარა. სულ 49 მობილური.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ასევე, მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები