ახალი ამბები
გორში პოლონეთის ატაშესთან ერთად სმოლენსკის ტრაგედია გაიხსენეს (VIDEO)
დღეს გორში 9 წლის წინ ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტი და პირველი ლედი გაიხსენეს. ამ მიზნით ლეხ და მარია კაჩინსკების სახელობის ქუჩაზე მსვლელობა მოეწყო, რომელშიც გორის მერი - კონსტანტინე თავზარაშვილი, საქართველოში პოლონეთის საელჩოს სამხედრო და თავდაცვის ატაშე იერჟიპ ტაშაკი და სტუდენტები მონაწილეობდნენ.

შემდეგ კი, კაჩინსკების სახელობის სკვერში ყვავილები მიიტანეს.

,,პოლონეთის საელჩო არის ნატოს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ საქართველო, რაც შეიძლება მალე გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა"" - განუცხადა პირად საუბრებში გორის მერს პოლონეთის საელჩოს სამხედრო და თავდაცვის ატაშემ იერჟიპ ტაშაკიმ.

მერმა პოლონურ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე ისაუბრა.

,,ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გაგვაჩნია პოლონეთთან. დაახლოებით 12 მუნიციპალიტეტთან გვაქვს მემორანდუმი გაფორმებული და სხვადასხვა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ. ისინი ჩვენს გვერდით არიან და გვპირდებიან, რომ ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებაში დაგვეხმარებიან"" - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები