ახალი ამბები
გორში პოლიციამ და ზედამხედველობის სამსახურმა გარევაჭრობის წინააღმდეგ რეიდი მოაწყო
დღეს, დილიდან, გორში, ცენტრალურ ქუჩაზე გარემოვაჭრეებს დგომა კიდევ ერთხელ აუკრძალეს. გურამიშვილის ქუჩაზე პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახური რეიდებს აწყობენ.

გარევაჭრობა გორში 2018 წლის მაისიდან აიკრძალა, თუმცა, დროდადრო ჭავჭავაძის ქუჩაზე ვაჭრობა მაინც იწყება. ფეხითმოსიარულეთა სავალი, მხოლოდ, მაშინ თავისუფლდება, როდესაც პოლიცია მორიგეობას იწყებს.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, პოლიცია მერიას უსაფრთხოების მიზნით ეხმარება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები