ახალი ამბები
მოსაცდელი სოფელ ციცაგიანთკარში (Photo)
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ციცაგიანთკარში მოსაცდელს ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებნი ავრცელებენ.

,,ჩვენ პატარებს მოსაცდელი სჭირდება, დღეს გაუმართლათ, მზიანი ამინდია, წვიმაში, ქარში ვართ, ჩვენი პატარებით, ღია ცის ქვეშ. დაგვპირდნენ არჩევნებამდე და დღემდე გვპირდებიან"- აღნიშნავენ ციცაგიანთკარელები.

შესყიდვების სამსახურის ცნობით, 2019 წელს მოსაცდელების მოწყობა შემდეგ სოფლებშია დაგეგმილი: სვენეთში, ქორდში, ფლავში, კირბალსა და თორტოზაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები