ახალი ამბები
,,დაგვანახე შენი სოფელი" - რწმუნებული კონკურსს ატარებს
შიდა ქართლის სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გუბერნატორი იწვევს. ,,წარმოაჩინე შენი სოფელი" - ასეთია გიორგი ხოჯევანიშვილის გამოცხადებული კონკურსის სათაური.

საუკეთესო ვიდეორგოლის ავტორს ფასიან საჩუქრებს გადასცემენ. გუბერნატორი გუშინ 7-თვიანი ანგარიშით საზოგადოების წინაშე წარსდგა.

ცოტა ხნის წინ, გორის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა რობერტ მაღლაკელიძემ განაცხადა, რომ საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით, მოლაშქრეთა კლუბები შეიქმნება, . ისინი საკუთარი სოფლების ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, იაქტიურებენ და პოპულარიზაციას ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს გაუწევენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები