ახალი ამბები
თბილისელ ტაქსისტებს სოლიდარობას ხაშურში გამოუცხადებენ
დღეს, ხაშურში, 15 საათზე, ტაქსისტები შეიკრიბებიან და თბილისელ კოლეგებს სოლიდარობას გამოუცხადებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ლეიბორისტული პარტიის" ოფისიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, შიდა ქართლიდან, სოლიდარობის აქციას, მხოლოდ, ხაშურელები უერთდებიან:

,,ტაქსის მძღოლები რუსთაველის ქუჩიდან ქალაქის მთავრ მოედნამდე მსვლელობას მოაწყობენ და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ შეიკრიბებიან. სიგნალებითა და მსვლელობით სოლიდარობას გამოვუხადებთ თბილისში მომუშავე ტაქსის მძღოლებს, როგორც ვიცით დედაქალაქის მერია მათი მანქანების თეთრად შეღებვას ითხოვს, რაც დამატებით თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენ სოლიდარულები ვართ ტაქსის მძღოლების მიმართ" - განაცხადა qartli.ge-სთან "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელმა ხაშურში ფირუზ გრიგალაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები