ახალი ამბები
ცხინვალში მოკრივემ მოკრივე დაჭრა
ახალგორში  24-წლის მოკრივე რიჩარდ ბითიევი დააკავეს, რომელსაც ასევე მოკრივე თაირ ქელეხსაევის დაჭრაში ედება ბრალი.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს. ,,რესის" ცნობით, ცხინვალელი ბოქსიორი 9 აპრილიდან იძებნებოდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს მინისტრის, იგორ ნანიევის ცნობით, რიჩარდ ბითიევმა 9 აპრილს საღამოს ერთ-ერთ ქუჩაზე  თაირ ქელეხსაევს იარაღიდან ესროლა.

ორი გასროლის შედეგად ქელეხსაევი დაიჭრა.

10 აპრილიდან ცხინვალში ბოქსიორებს შორის ტურნირი მიმდინარეობს ,,ალანიის თასზე".

ფოტოზე: რიჩარდ ბითიევი
Print

სტატიის გამოყენების პირობები